ახალქალაქში მომხდარ ჩხუბში დეპუტატის შვილს ადანაშაულებენ

ახალქალაქში ადგილობრივ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ოთხმა ახალგაზრდამ ერთ პირი "ბიტებით" და "კასტეტით" სცემა. დაშავებული ახალქალაქის საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი ახალგაზრდა ,,ქართული ოცნების" დეპუტატ ენზელ მკოიანის შვილია. 

report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც თავისუფლების აღკვეთას, ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, გულისხმობს.