დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის პოლიციელი დააკავეს

დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს. დაკავებული პოლიციელია. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და პროკურატურის მიერ, სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს, დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი“, - აცხადებენ უწყებაში.

დაკავებულს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.