დიდი ოდენობით ნარკოტიკი და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო პოლიციამ სამეგრელოში

სამართალდამცველებმა 1995 წელს დაბადებული პირი დააკავეს. მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 90 აბი და ,,ESCORT-2008-MAGNUM“-ის მოდელის პისტოლეტი ამოიღეს. ამის შესახებ Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინსიტროდან აცნობეს. 

დაკავებულს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.