დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვისთვის 2 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი გამოავლინა. დაკავებულია ორი პირი. მათ პროდუქციის შენახვა-გადაზიდვაში ადანაშაულებენ.

საუბარია სხვადასხვა დასახელების სიგარეტზე, რომელიც საბაზრო ღირებულება თითქმის 20 ათასი ლარია.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 6-დან 8 წლამდე პატიმრობა ელით.