დიდუბის საგამოფენო სივრცეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დიდუბის საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტებიც. 

წინასწარი ინფორმაციით, 48 წლის მამაკაცი დაცვის პოზიციაზე მუშაობდა. მისი გარდაცვალების შესახებ 112-ში ზარი ერთი საათის წინ შევიდა. 

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.