დიღმის მასივში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

თბილისში, დიღმის მასივში, ამ წუთებში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ფაქტს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, დიღმის მასივში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.