დიღომში ქალი დაჭრეს

თბილისში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან ქალი დაჭრეს. ის ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი. დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა. 

როგორც report.ge-ს  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. 

დამატებით დეტალებს შსს ჯერჯერობით არ ასაჯაროებს.