დილით მაღაზია გაქურდეს

თბილისში მაღაზია "ლიბრე" გაქურდეს. შემთხვევა დილით მგალობლიშვილის ქუჩაზე მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით რამდენიმე არასრულწლოვანმა მაღაზიიდან სიგარეტი მოიპარა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge- ს განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.