დმანისში ფიზიკური დაპირისპირებისთვის 4 პირი დააკავეს

დმანისში ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

ორ ჯგუფს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად 3 პირი დაშავდა. პოლიციამ 4 მოქალაქე ცხელ კვალზე აიყვანა. მათ შორის ორი წარსულში ნასამართლევი პირია. 

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიერ ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

დაკავებულებს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.