"ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დარბევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, "ნაციონალური მოძრაობის" სამგორის ოფისის დარბევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ცნობისთვის, გვიან ღამით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის სამგორის საარჩევნო შტაბი დაარბიეს. შემთხვევა დაახლოებით ღამის 2 საათზე, აფრიკის დასახლებაში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკოსმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.