"ფანჯრიდან ისეთი კადრები ჩანდა, შევვარდი..." - თბილისში სავარაუდოდ დებზე იძალადეს

თბილისში 35 წლამდე კაცმა სავარაუდოდ მეგობარ ქალზე, იძალადა. ფაქტს მსხვერპლის და შემთხვევით შეესწრო. 

ქალი ამტკიცებს, რომ დას წასაყვანად მიაკითხა და ძალადობის სცენას შეესწრო. მისი თქმით, კაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და წინააღმდეგობის გაწევის დროს მასაც ფიზიკურად გაუსწორდა.

"ჩემი და უნდა წამეყვანა სახლში. ფანჯრიდან ისეთი კადრები ჩანდა, რომ გავხდი არაადეკვატური. შევვარდი, მომკიდა ხელი, მეც მიმანარცხა, ჩემი და ძირს ეგდო ტიროდა, ეს ტიპი შიშველი... ახლობელია, უცხო არ არის",- თქვა დაზარალებულის დამ.

ადგილზე გამოძახებული იყო პოლიცია. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, კაცი უკვე დაკავებულია.