ფონიჭალაში ეჭვმიტანილის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

სპეცოპერაცია ფონიჭალაში გრძელდება,  ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია ერთი პირი. სპეცოპერაცია რამდენიმე საათის წინ, თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე დაიწყო, საგამოძიებო მოქმედებები, ამ დრომდე, გრძელდება