ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. reprot.ge-ს ინფორმაციით, საქმე ნარკოდანაშაულს ეხება.

ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.