ფოთში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ფოთში 40 წლამდე კაცი ნაჯახით დაჭრეს. ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ახალგაზრდა კაცი თავის არეში მიყენებული ჭრილობებით, საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაჭრის ფაქტი report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.