ფოთში მამაკაცი სახელმწიფო ავტომობილის ქურდობისთვის დააკავეს

ფოთში, სამართალდამცავებმა ახალგაზრდა მამაკაცი სახელმწიფო ავტომობილის ქურდობის ფაქტზე დააკავეს. 

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.