ფოთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ფოთში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი და სავარაუდო ეჭვმიტანილი წარსულში დაპირისპირებულები იყვნენ. ადგილობრივების ცნობით, მოკლულ მამაკაცს შვილი და კიდევ ერთი პირი ახლდა თან.

მათივე ცნობით, შემთხვევა საპატრულო პოლიციის მომსახურების სააგენტოსთან მოხდა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ფოთში, ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს