გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სარდაფში შეჭრილი მძარცველები მეპატრონემ გარედან ჩაკეტა

ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში გასაქურდად ორი პირი შეიჭრა. 

კორპუსის მცხოვრებლების თქმით, სარდაფში საკვებ პროდუქტებსა და ღვინოს ინახავდნენ. მათი ინფორმაციით, აღნიშნული სარდაფით ორი მეზობელი სარგებლობს.

მეზობლები ამბობენ, რომ ადგილზე, სავარაუდოდ, ორი მძარცველი იყო, მათგან ერთი გაიქცა, ხოლო მეორე მეზობელმა სარდაფში ჩაკეტა, სწორედ ასე მოახაერხა პოლიციამ მისი დაკავება. გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველი 18 წლისაა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.