გამტაცებელი ნახევარ მილიონს ითხოვს - მძევლის პირველი კომენტარი

ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს მძევალი აკეთებს. მისი თქმით გამტაცებელი კბილებამდეა შეიარაღებული.

"შენობაში ვიმყოფებით ერთ ოთახში 19 კაცი. გამტაცებელი არის კბილებამდე შეიარაღებული ავტომატით, პისტოლეტით და ყუმბარით, რომელსაც მოხსნილი აქვს დამცველი და ხელში უჭირავს მუდმივად ამიტომ ყველანაირი ძალადობრივი მოგვარება ამ სიტუაციით გამორიცხულია.  ეს გამოიწვევს მძევლების მხრიდან მსხვერპლს. გამტაცებილი ითხოვს ნახევარ მილიონ დოლარს "- განაცხადა მძევალმა "მთავართან"საუბარში.