განზრახ მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ვაგზლის მოედანზე, გუშინ ღამით მოკლული მამაკაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ცნობისთვის, თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, კაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.