გარდაბანში დამწვარ მანქანაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამწვარ მანქანაში მამაკაცის ცხედარი ნახეს. ინფორმაცია report.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს. 

ადგილობრივების ცნობით, კაცს ჯერ ესროლეს, შემდეგ კი მანქანაში დაწვეს. შემთხვევა სოფელ ყარაჯალაში მოხდა. 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.