გარდაცვლილი ადამიანების პენსიებს მითვისებისთვის 5 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გარდაცვლილი ადამიანების პენსიის მითვისებისთვის ზუგდიდში 5 პირი დააკავა. საერთო ჯამში თაღლითურმა ჯგუფმა 70 000 ლარი უკანონოდ მიითვისა. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკავების ფაქტს ადასტურებენ.