გათავისუფლებულია კიდევ ერთი მძევალი

სამართალდამცველებმა მოლაპარაკებების შედეგად კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფრომაცია report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

სამართალდამველებმა მოლაპარაკებების შედეგად 19-დან 3 მძევალი გაათვისუფლეს.

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. გამტაცებელი ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმნფრენს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრება.

ზუგდიდში, სპეცოპერაცია უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს.