გორში 13 წლის მოზარდმა იმშობიარა - დაწყებულია გამოძიება

გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 13 წლის მოზარდმა იმშობიარა. შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა, ის ჩვილ შვილთან ერთად ამ დროისათვის თავშესაფარში იმყოფება. 

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, შსს-მ თებერვალში ერთი პირი დააკავა.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.