გორში, 26 წლის ახალგაზრდა განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

გორში, ცივი იარაღით ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით, 26 წლის ახალგაზრდა დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული თ.თ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს - 1983 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.ბ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს," -
აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.