გორში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე 30 წლამდე მამაკაცი მოკლეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ შელაპარაკების და ჩხუბის ხმა არ გაუგიათ. თუმცა, შენიშნეს ადამიანი, რომელიც მირბოდა. 

უბნის მაცხოვრებლების თქმით მას დანა ჰქონდა ფერდში გაყრილი. ის მალევე დაეცა და გარდაიცვალა. 

ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ჯგუფები.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.