გორში ავტომობილი გაიტაცეს, რომლითაც ჩარიცხვის აპარატიც მოიპარეს

გორში, რამდენიმე პირმა მსუბუქი ავტომობილი მოიპარა, შემდეგ კი ამავე ავტომობილით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაიტაცეს.

report.ge-ს ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულში მხილებული პირები უკვე ამოიცნო და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.