გორში, კომენდანტის საათის დროს ცხენები მოიპარეს

გორში, კომენდანტის საათის დროს ცხენები მოიპარეს. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ცხენები სასულიერო პირის შვილს ეკუთვნის და გორში, რამდენიმე თვის წინ, შშმ ბავშვების რეაბილიტაციის მიზნით ჩაიყვანა. 

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.