გორში მამაკაცი მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო დააკავეს

გორში 24 წლის მამაკაცი მოზარდი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. 

წინასწარი ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საფუძველი მოზარდსა და მამაკაცს შორის არსებული მიმოწერა გახდა, რომელიც მოზარდის დედამ აღმოაჩინა. 

ადვოკატის განცხადებით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.