გორში ტაქსის მძღოლი დაჭრეს

გორში ტაქსის მძღოლი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, 56 წლის კაცს დაზიანებები კისრის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.