გორში ცოლ-ქმარს ძაღლის გამო სცემეს

გორში, ცოლ-ქმარი, რომელიც ძაღლს ასეირნებდა, გამვლელმა სცემა. მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისკენ ძაღლმა გაიწია, რაც მისი გაღიზიანების მიზეზი გახდა. ის ცოლ-ქმარს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც შსს-ში report.ge-ს განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "გ" და "ბ" პუნქტებით დაიწყო, რაც ძალადობას ორ ან მეტ პირზე გულისხმობს.