გორში ძმამ ძმა მოკლა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ძმამ ტყუპისცალი ძმა მოკლა.

მკვლელობა ახალი წლის ღამეს მოხდა. ძმამ ძმას სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. 

მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა კაცი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.