გუდაურში 22 წლის ახალგაზრდა მოკლეს

გუდაურში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, დაჭრილია კიდევ ერთი პირი.

ამ დროისთვის მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო. მათივე ცნობით დადგენილია დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირი და ამ დროისთვის მის დასაკავებლად, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.