გურჯაანში 51 წლის კაცი დაჭრეს

გურჯაანის სოფელ ჭანდარში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. 

51 წლის კაცს ჭრილობა ფეხის არეში აღენიშნება. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის დაპირისპირებას წინ ყოფით საკითხებზე ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ცხელ კვალზე სავარაუდო თავდამსხმელი დააკავეს.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.