გურიაში 17 წლის ცოლის ცემისთვის მამაკაცი დააკავეს

პოლიციამ ოზურგეთში დააკავა მამაკაცი, რომელმაც 17 წლის ცოლს სცემა. ის 1995 წელს დაბადებული პირია. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცმა ცოლს - 2003 წელს დაბადებულ მ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.