გურიაში, სავარაუდოდ, საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში, სავარაუდოდ, საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს. ამ დროისთვის აფეთქების მიზეზი უცნობია.

დაზიანებულია შენობის შესასვლელი და ჩამსხვრეულია შუშები. დაზიანებულია ბანკომატი. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.