გურჯაანში 3 ადამიანი დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში სამი ადამიანი დაჭრეს. სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კაცმა თანასოფლელებს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. 

აღსანიშნავია, რომ შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა.

დაჭრილები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსში" გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს დაზიანებები გულ-მკერდისა და მუცლის არეში აქვთ მიყენებული, ორ მათგანს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სიხსლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

პოლიციას დადგენილი აქვს დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი ერთი პირის ვინაობა და მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.