გურჯაანში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უსწრებდა. თანასოფლელებს შორის კონფლიქტის დაწყების მიზეზი, უცნობია.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.