გურჯაანში, საკუთარ ეზოში 39 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში 39 წლის კაცი, საკუთარ ეზოში, მეზობლებმა გარდაცვლილი იპოვეს. 

მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცს გულის პრობლემა ჰქონდა.  მათივე თქმით, პირველადი დათვალიერების შედეგად, მამაკაცის სხეულზე ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ ყოფილა.

როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.