გურჯაანში ცოლ-ქმარი მოკლეს

გურჯაანში მეზობელმა ცოლ-ქმარი დაჭრა, მიყენებული ჭრილობებით ქალი ადგილზე გარდაიცვალა. კაცი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ადგილობრივების თქმით, მეზობელმა ცოლ-ქმარს სანადირო თოფიდან ესროლა. 

მკვლელობის სავარაუდო მოტივი ყოფით ნიადაგზე დაწყებული დავაა, რომელიც მიწის ნაკვეთს უკავშირდება. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით მოკლული კაცის ნათესავი დააკავა.