სისხლიანი გარჩევა კახეთში - დაჭრილია 2 ადამიანი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ორი ადამიანი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ გამარჯვების დეპუტატმა თანასოფლელებს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. შემთხვევა 7 ივნისს, გვიან ღამით მოხდა. 

დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდათ, რის შემდეგაც თბილისში გადაიყვანეს.

report.ge დამატებით დეტალებს არკვევს.