სროლა ქობულეთში - დაჭრილია ახალგაზრდა კაცი

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე  ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას tv25 ავრცელებს. დაჭრილს, ამ წუთებში, სასწრაფო ოპერაცია უტარდება. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

მომხდართან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.