იარაღის უკანონო ფლობისთვის ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს: „მაუზერის“ სისტემის და „ZORAKI“-ის მოდელის პისტოლეტები, 2 მჭიდი და 16 საბრძოლო ვაზნა.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.