პეკინის ქუჩაზე მაღაზია ,,აიპლიუსი" გაქურდეს

თბილისში, პეკინის ქუჩაზე მაღაზია „აიპლიუსი“ გაქურდეს. წინასწარი ინფორმაციით ზარალი, სავარაუდოდ, 15 ათასი ლარია.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.