გორში 18 წლის ბიჭი დაჭრეს

გორში 18 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს. მას გვიან ღამით სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში" ოპერაცია ჩაუტარდა. ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 15 წლამდე ვადით.