იტალიაში დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებსაც ბინების გაქურდვა ედებათ ბრალად

იტალიის ქალაქ მოდუნიოში დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებსაც ბრალად ბინების გაქურდვა ედებათ. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა ქალაქის ცენტრში მდებარე ძველი და დაგნგრეული შენობა გაჩხრიკა, რა დროსაც ამოიღეს მოპარული ნივთები, ტექნიკა, ძვირფასეულობა და ნაღდი ფული. 

პოლიციის თქმით, ნივთები ქალაქ ბრინდიზში რამდენიმე დღის წინ გაქურდულ მოქალაქეებს ეკუთვნით. 

სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი დამნაშავე მიიმალა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.