ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით მოჭიდავე იური ლომაძე დააკავეს

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ვიცე ჩემპიონი, იური ლომაძე დააკავეს.

ლომაძე იმ ხუთიდან ერთ-ერთია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავა.

საქმე ეხება, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას.