კახეთში კაცი ყოფილმა სიძემ დაჭრა

კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში 63 წლის კაცი დაჭრეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ინფორმაციით, კაცს ცივი იარაღით სხეულის მრავლობითი დაზიანებები ყოფილმა სიძემ შელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა.

დაჭრილი სასწრაფო საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ოპერაცია დასჭირდა. ექიმების თქმით, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

report.ge შსს-ში არკვევს, დაკავებულია თუ არა ეჭვმიტანილი.