კახეთში, თაღლითობისთვის დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს - VIDEO

კახეთში, თაღლითობის ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა კახეთის რეგიონში მდებარე ღვინის 

ქარხნებსა და მარცვლეულის საწარმოებში არსებულ სასწორებზე ფარულად დაამონტაჟეს სპეციალური ელექტრომიკროსქემები და დისტანციური მართვის პულტების საშუალებით სასწორებზე მანიპულირებდნენ. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, მათ აღნიშნულ საწარმოებსა და მოქალაქეებს მატერიალური ზიანი მიაყენეს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი წარსულში უკვე ნასამართლევია ქურდობისა და თაღლითობისთვის. 

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.