კარის გაღებისთანავე ოთხი ჭრილობა მიაყენეს - რა მოხდა გლდანში გუშინ

გუშინ, გლდანში ახალგაზრდა მამაკაცს მძიმე ჭრილობები მიაყენეს. 

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ყვება, თავდამსხმელები წინასწარ გათვლილი გეგმით მოქმედებდნენ. ისინი დაელოდნენ, როდის წავიდოდნენ ირაკლი ბარნაბიშვილის სახლიდან სტუმრები. ამის შემდეგ მის საცხოვრებელ სახლში ავიდნენ. კარზე ზარი დარეკეს და კარის გაღებისთანავე მას ოთხი ჭრილობა მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 236-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რაც იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.