კაცმა ცოლი და მეზობელი მოკლა - გურჯაანში მომხდარი მკვლელობის დეტალები

კახეთში მომხდარი ორმაგი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, 50 წლის კაცმა ცოლი და მეზობელი მოკლა, კიდევ ორი ადამიანი კი დაჭრა.

დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა და მათ ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ.

ექიმების შეფასებით, დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ოპერატიული და სამძებრო ღონიძიებები.